სლოვაკეთის კურორტ ვისოკე ტატრიში ჭადრაკში ქალებს შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი გაგრძელდა. გაიმართა მეათე ტურის პარტიები და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ – მან თეთრი ფიგურებით დაამარცხა რუსი ოლგა გირია.
მეათე ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა 3 პარტია მოიგეს, 2 ყაიმით დაასრულეს და 2 წააგეს:
ნანა ძაგნიძე (3) – ოლგა გირია (რუსეთი) 1-0
მარია მუზიჩუკი (უკრაინა) – მერი არაბიძე (34) 1-0
ლელა ჯავახიშვილი (15) – ოლგა ბადელკა (ბელარუსი) 1-0
ნინო ბაციაშვილი (2) – ინა გაპონენკო (უკრაინა) 0.5-0.5
ბელა ხოტენაშვილი (7) – ფილიზ ოსმანოჯა (გერმანია) 0.5-0.5
ელენა სედინა (იტალია) – სალომე მელია (28) 1-0
მირანდა მიქაძე (97) – ანასტასია სავინა (რუსეთი) 1-0.
ათი ტურის შემდეგ, ძაგნიძეს 7.5 ქულა გაუხდა და მესამე ადგილზეა. ამდენივე აქვს მეორე ადგილზე მყოფ უკრაინელ ანა უშენინას. 8.5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს რუსი ვალენტინა გუნინა.
7 ქულით მე-11 ადგილზეა ჯავახიშვილი. 6-6 ქულა აქვთ ბაციაშვილსა და არაბიძეს, 5.5-5.5 – ხოტენაშვილსა და მიქაძეს, 4.5 – მელიას.