საერთაშორისო დიდოსტატმა, ნანა ძაგნიძემ ლოზანაში მოპოვებული გამარჯვება ექიმებს, განსაკუთრებით კი ამირან გამყრელიძეს მიუძღვნა.
„ლოზანაში გამართული გრან პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით, ადამიანს ადამიანთა შორის, ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში.
სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო. მათ მიაღწიეს წარმატებას და იმედია, ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნანა ძაგნიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
ნანა ძაგნიძე ლოზანაში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპის გამარჯებული გახდა.
ქართული ჭადრაკის ლიდერმა მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული ტურნირი დამაჯერებლად მოიგო.