ნანა ძაგნიძემ ​ამხანაგურ მატჩში მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში ტან ჩჟუნი ​დიდი ანგარიშით დაამარცხა
ნანა ძაგნიძემ ​ამხანაგურ მატჩში მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში ტან ჩჟუნი ​დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ, ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ნანა ძაგნიძემ ჩინეთის ვენჩჟოუში გამართულ ამხანაგურ მატჩში მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში ტან ჩჟუნი დიდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩი „სინ ციაოს თასის“ ფარგლებში გაიმართა და ოთხი კლასიკური პარტიისგან შედგებოდა. ქართველმა მოჭადრაკემ პირველი ორი პარტია ყაიმით დაასრულა, ხოლო შემდეგ ორ პარტიაში უშანსოდ დაჯაბნა მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ ნანამ საკუთარ რეიტინგს 10,8 ქულაც შემატა.

ამავე თასის გათამაშების ფარგლებში გაიმართა მატჩი ჩინელ დინ ლიჟენსა და მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ვესელინ ტოპალოვს შორის, რომელიც ჩინელი დიდოსტატის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

დატოვე კომენტარი