ნანა ძაგნიძე სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერია
ნანა ძაგნიძე სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერია

სლოვაკეთის ქალაქ ვისოკი ტატრიში, ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე, სამი ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმით სატურნირო ცხრილს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე ლიდერობს.

მესამე ტურში ნანა ძაგნიძემ რუსეთის წარმომადგენელი პოლინა შუვალოვა (2389) შავი ფერის ფიგურებით დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატზე შვიდი ქართველი მოჭადრაკე თამაშობს. ლელა ჯავახიშვილს 2,5 ქულა აქვს, სალომე მელიამ, ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ სამი ტურის შემდეგ ორი ქულა მოაგროვეს, ხოლო მირანდა მიქაძის ანგარიშზე 1,5 ქულაა.

11 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ტურის პარტიები გაიმართება.