ნანა ძაგნიძე ქალ მოჭადრაკეთა შორის 2022/2023 წლების გრან პრის გათამაშების მონაწილეა #1TVSPORT
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ მოჭადრაკეთა სია, ვინც 2022-2023 წლებში ქალთა შორის მსოფლიოს გრან პრის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას და მათ შორის არის საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე.
შეჯიბრი ოთხი ეტაპისგან შედგება და მათი ჩატარების სავარაუდო თარიღებიც ცნობილია.
I ტურნირი – აგვისტო/სექტემებრი-2022წ.
II ტურნირი – ოქტომბერი/დეკემბერი- 2022.
III ტურნირი- იანვარი/მარტი-2023.
IV – აპრილი/ივნისი-2023
გათამაშების მონაწილეთა სია:-
1.ჟუ ვენჟუნი(ჩინეთი).
2.ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე/რუსეთი).
3.ალექსანდრა გორიაჩკინა (ფიდე/რუსეთი).
4.ტან ჟონგი (ჩინეთი).
5.ანა მუზიჩუკი (უკრაინა).
6.ლი ტინგჟლი (ჩინეთი).
7.ელიზაბეტ პეტცი (გერმანია).
8.ჟუ ჯინერი (ჩინეთი).
9.მარია მუზიჩუკი (უკრაინა).
10.ჰოუ იფანი (ჩინეთი).
11.კატერინა ლაგნო (ფიდე/რუსეთი).
12.ნანა ძაგნიძე (საქართველო).
გათამაშების კიდევ ოთხი მონაწილის ვინაობა მოგვიანებით დასახელდება.