ნანა ძაგნიძე ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია
ნანა ძაგნიძე ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია

სლოვაკეთის ქალაქ ვისოკი ტატრიში, ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

მეოთხე ტურში ნანამ საფრანგეთის წარმომადგენელ დეიმანტე კორნეს თეთრი ფერის ფიგურებით 47-ე სვლაზე სძლია და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს.

ხვალ, მეხუთე ტურში ნანა ძაგნიძე უკრაინელ ანა უშენინას შეხვდება, რომელსაც 3,5 ქულა აქვს. ანა უშენინა სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე სხვა ქართველი მოჭადრაკეებიდან, ბელა ხოტენაშვილსა და მერი არაბიძეს 3-3 ქულა აქვთ, ლელა ჯავახიშვილის ანგარიშზე 2,5 ქულაა, სალომე მელიამ და ნინო ბაციაშვილმა 2-2, ხოლო მირანდა მიქაძემ 1,5 ქულა მოაგროვა.

სლოვაკეთის ქალაქ ვისოკი ტატრიში, ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე ხვალ მეხუთე ტურის პარტიები გაიმართება.