ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ყაზანში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირზე იასპარეზებს. ნანა ძაგნიძის გარდა ამ შეჯიბრზე დები – ანა და მარია მუჟუჩუკები, ტან ჟონი, კატერინა ლაჰლო, ალექსანდრა კოსტენიუკი, ალექსანდრა გორიაჩკინა და ვალენტინა გუნინა ითამაშებენ.
ტურნირი წრიული სიტემით ჩატარდება და კენჭისყრის მიხედვით პირველ მატჩს ძაგნიძე თეთრი ფერის ფიგურებით ჟონთან გამართავს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი ევროა.
ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია ხვალ, პირველი ტურის პარტიები კი 31 მაისს გაიმართება.