ნანა ძაგნიძე ისევ ლიდერთა შორისაა
ნანა ძაგნიძე ისევ ლიდერთა შორისაა

სლოვაკეთის კურორტ ვისოკე ტატრიში ჭადრაკში ქალებს შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი გრძელდება. გაიმართა მეშვიდე ტურის პარტიები და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე კვლავაც ლიდერთა შორისაა. მან შავი ფიგურებით ყაიმი ითამაშა სომეხ ელინა დანიელიანთან.

მეშვიდე ტურში ქართველ მოჭადრაკეთა მონაგარი ასეთი იყო: ორი მოგება, ორი წაგება და სამი ყაიმი.

ნანა ძაგნიძე (3) – ელინა დანიელიანი (სომხეთი) 0.5-0.5
ნინო ბაციაშვილი (2) – გუნაი მამაძადა (აზერბაიჯანი) 0-1
ზოია შლაინინგი (გერმანია) – ბელა ხოტენაშვილი (7) 1-0
ევგენია ოვოდი (რუსეთი) – ლელა ჯავახიშვილი (15) 0.5-0.5
სალომე მელია (28) – ანა გვანცელაძე (რუსეთი) 0.5-0.5
მერი არაბიძე (34) – ილდიზ ქადიოგლუ (თურქეთი) 1-0
ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) – მირანდა მიქაძე (97) 0-1

შვიდი ტურის შემდეგ, ძაგნიძეს 5.5 ქულა და აქვს და მეორე-მეშვიდე ადგილებს იყოფს. მერვე ტურში ის თეთრი ფიგურებით ხვდება რუს ვალენტინა გუნინას, რომელიც 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.