„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კომპანია „ენკას“ ერთ-ერთი ოფისისკენ მსვლელობას მართავენ
„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კომპანია „ენკას“ ერთ-ერთი ოფისისკენ მსვლელობას მართავენ

გუმათის დასახლებიდან „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკას“ ერთ-ერთი ოფისისკენ მსვლელობას მართავენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები პროტესტს იქ გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, დღეს გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. ისინი სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვდნენ, რათა გაეგრძელებინათ პროტესტი და სამართალდამცველების მიერ განთავსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყება არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.