„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა „ენკას“ მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს [ვიდეო]

სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის. აღნიშნულს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებმა კომპანია „ენკას“ მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები მოსახლეობის ავტომობილებს გადაადგილებაზე პრობლემას არ შეუქმნიან, თუმცა „ენკას“ მანქანებს არ გაატარებენ.

ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია.