„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები სოფელ გუმათში რჩებიან
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები სოფელ გუმათში რჩებიან

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამ დროისთვის კვლავ სოფელ გუმათში არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე კარვებში გაათენა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სოფელ ნამახვანში შესვლის უფლება უნდათ, რათა იქ მშვიდობიანი პროტესტი გააგრძელონ.

გუმათის დასახლებაში რჩებიან სამართალდამცველები. პოლიციას ნამახვანის მიმართულებით გზა რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი და გამვლელები სოფელ ნამახვანის მიმართულებით გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.