„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა დახმარება შესთავაზა, თუმცა უარი უთხრეს
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა დახმარება შესთავაზა, თუმცა უარი უთხრეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენსთვის“ ლიდერი მირზა ნოზაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „მოსკოვიდან ჩამოსული ქართველი ბიზნესმენი აქციის დაფინანსებას გეგმავს“.

მირზა ნოზაძის თქმით, რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ილია ძოწენიძემ დახმარება შესთავაზა, თუმცა უარი უთხრეს.

„ჩვენ კარავში გაგვეცნო ილია ძოწენიძე, რომელმაც გვითხრა, რომ ის არის სოფელ რიონის ხეობის მცხოვრები და რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, შემოგვთავაზა დახმარება. ჩვენ მას განვუცხადეთ, რომ ვერავითარ შემთხვევაში ის ვერ შეძლებდა ამ პროცესში ჩართვას. პროტესტში რიგით წევრად დგომა არ ეკრძალება არც ერთ ადამიანს, მიუხედავად მათი რელიგიური, თუ ეთნიკური კუთვნილებისა, თუმცა ისინი ვერ გაბედავენ პროცესში ჩართვას და მედიას არ გამოუვა პროცესის რადიკალიზება, სპეკულაცია, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ამ გულწრფელ პროტესტს არ ჰყავს სხვა სპონსორი, გარდა ქართველი ხალხისა“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

დატოვე კომენტარი