„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში ავტომობილებით მსვლელობა იმართება
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში ავტომობილებით მსვლელობა იმართება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში ავტომობილებით მსვლელობა იმართება.

მსვლელობის ორგანიზატორები რიონის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და მოსახლეობას 9 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენი ორგანიზებით იმართება აქციის წინამოსამზადებელი ღონისძიება. ღონისძიების ამოცანა არის, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ 9 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ, რომელიც გაიმართება კანცელარიის წინ, 14:00 საათზე. მისი მთავარი და ძირითადი მოთხოვნა იქნება რომ „ნამახვანჰესი“ არ შენდება. ჩვენ გავაპროტესტებთ იმ პოლიტიკას, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის შეხედულებებს, გინდ პოზიცია და გინდ მთავრობა საკუთარ წვენში იხარშება, ჩვეულებრივი ხალხის ხმა არ ესმის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს საკუთარ თავზე აღება, რომ ქართულ პოლიტიკაში ქართველი ტრადიციონალისტი კონსერვატორი ადამიანების ხმა გაისმას და გათვალისწინებული იქნას. დღევანდელი ღონისძიება წარმოდგენს ავტოკოლონით მსვლელობას თბილისის მასშტაბით. ჩვენ საგზაო მოძრაობის წესების სრული დაცვით გავივლით ქალაქის ქუჩებში და გავაგებინებთ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომ საქართველოში „ნაცებისა“ და „ქოცების“ ჭიდაობის გარდა, არის კიდევ ადგილი, სადაც ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი მობეზრდა, შეიძლება, მივიდეს და თავისი პროტესტი დააფიქსიროს“, – განაცხადა ​მედიაჯგუფალტ ინფოს“წარმომადგენელმა, ზურაბ მახარაძემ.