„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგოდ ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგოდ ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისში, რუსთაველის სახელობის ხიდზე საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, კაშხალი სეისმურად აქტიურ ზონაში შენდება და ათასობით ადამიანს უქმნის საფრთხეს.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა. დაპირება, რომ „ნამახვანჰესი“ არ აშენდებოდა, შეიცვალა. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსსa და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მხარი არ დაუჭირონ მსგავსი პროექტების განხორციელებას”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ხვიჩა ვაშაყმაძემ.