„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში მორიგი აქცია გამართეს
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში მორიგი აქცია გამართეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში ტრადიციული ხმაურის აქცია გამართეს. მათ პროტესტი რკინის ჯებირებზე ხელების დარტყმითა და საყვირებით გამოხატეს.

მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ თავიანთ სამოქმედო გეგმად ჰესის მშენებელი კომპანია „ენკასთვის“ მუშაობაში ხელის შეშლას ასახელებენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი რიონის ხეობაში ყველა შესასვლელს აკონტროლებენ და ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებსა და დასაქმებულებს ხეობაში გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აღნიშნული ფორმით პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება გუმათში განთავსებულ რკინის ჯებირებს არ აიღებს. რიონის ხეობაში პროტესტი უკვე 225-ე დღეა, გრძელდება.