„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ღამე სოფელ გუმათში გაათენეს
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ღამე სოფელ გუმათში გაათენეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის კვლავ სოფელ გუმათში არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში რკინის ჯებირებზე ხელებს ურტყამდნენ და საკუთარ პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდნენ.

როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რკინის ჯებირებზე ხელების დარტყმით და ხმაურით ისინი ხელისუფლებას სოფელ გუმათში განთავსებული რკინის ჯებირის აღებისკენ მოუწოდებდნენ.

სოფელ გუმათში შინაგან საქმეთა სამინისტროს რკინის ჯებირი აქვს აღმართული, საავტომობილო მოძრაობა სოფელ ნამოხვანისკენ კი კვლავ აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.