„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ფოთში გამართეს
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ფოთში გამართეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს ფოთში გამართეს. მათ თეატრთან შეკრებილ მოქალაქეებს თავიანთი სამოქმედო გეგმები გააცნეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მიზანია, რეგიონებში მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს მოსახლეობა იმის შესახებ, თუ რას ემსახურება 23 მაისის აქცია.

„23-ში თბილისში დაგეგმილი გვაქვს გადამწყვეტი აქცია. ხელისუფლებას უნდა ვაჩვენოთ ძალა, რომელიც არის ხალხში. არ გავჩერდებით იქამდე, ვიდრე ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. გვაქვს ალტერნატიული გეგმები, რის თქმასაც ვგეგმავთ 23-ში. იქ ველოდებით ყველას და ჩვენი ერთობით უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას ძალა, რომელსაც ვერ დაძლევს ვერც ერთ შემთხვევაში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 195-ე დღეა, უწყვეტად აპროტესტებენ 433 მეგავატი სიმძლავრის „ნამახვანჰესის“ მშენებლობას.

დატოვე კომენტარი