„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისიდან სოფელ გუმათში დაბრუნდნენ
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისიდან სოფელ გუმათში დაბრუნდნენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისიდან სოფელ გუმათში დაბრუნდნენ. აქციის მონაწილეები გუმათში თბილისიდან კოლონით წავიდნენ. მათ მხარდამჭერები ქუთაისში ტაშით და მანქანის საყვირებით შეხვდნენ.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში მხარდამჭერებს დღეს საკუთარ გეგმებს გააცნობენ.

გუმათში კვლავ მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგნლები. პოლიციას სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი საავტომობილო გზა რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი და საავტომობილო მოძრაობა კვლავ აკრძალულია.