„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ღამის გათენებას ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გეგმავენ
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ღამის გათენებას ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გეგმავენ

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მონაწილეები ღამეს ცენტრალურ მოედანზე გაათენებენ. მისი თქმით, საორგანიზაციო დეტალები საპატრულო პოლიციასთან უკვე შეათანხმეს. გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გავათენებთ აქ ღამეს და თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიწვევთ ბლოკირებას. საბოლოო ჯამში, პროცესი მომწიფდება იმისთვის, რომ დედაქალაქში ჩავატაროთ გრანდიოზული აქცია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციიის მონაწილეები ხვალ 08:00 საათზე მსვლელობით კვლავ გუმათისკენ გაემართებიან.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს თუ არ გაითვალისწინებს, ისინი ქვეყნის ყველა რეგიონის პიკეტირებას მოახდენენ.