„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ცაგერის მოსახლეობას ხვდებიან
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ცაგერის მოსახლეობას ხვდებიან

მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს და სამოქმედო გეგმას აცნობს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამართავენ შეხვედრებს და მოსახლეობას მოუწოდებენ, თბილისში, 23 მაისს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

„ხალხის თანადგომითა და გაერთიანებით უნდა შევძლოთ, ხელისუფლებას არ უნდა დავუტოვოთ სხვა გზა, გარდა ანგარიშის გაწევისა ხალხის მოთხოვნებზე“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

ამასთან, როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღესვე გამართავენ შეხვედრას ამბროლაურში, სადაც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან მოსახლეობას შეხვდებიან.

„პირველი შეხვედრა გვქონდა წყალტუბოში, ახლა ცაგერში, ასევე დღეს გადავდივართ რაჭაში. გვინდა, გავიდეთ გუმათის ფარგლებს გარეთ და შევხვდეთ ადამიანებს, დეტალურად მოვუყვეთ ჩვენი გეგმების შესახებ. მაქსიმალურად შევეცდებით, მოვიცვათ სხვადასხვა ქალაქი. ჩვენი პროტესტი უკავშირდება ნამახვანჰესს, იქ არსებულ პრობლემებს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.