„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის წარმომადგენელი - ხელისუფლებისგან ველოდებით პასუხს, ჩაერთო თუ არა პრემიერი საკითხში
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის წარმომადგენელი - ხელისუფლებისგან ველოდებით პასუხს, ჩაერთო თუ არა პრემიერი საკითხში

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მირზა ნოზაძე აცხადებს, რომ პარასკევამდე ​ელოდებიან პრემიერის გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„დღეს საღამომდე თუ არ გამოვა ხელისუფლება კონტაქტზე, ჩვენთვის პასიური ლოდინის რეჟიმი ამოიწურება და სხვადასხვა აქტივობებით მოვუწოდებთ, დააჩქაროს პასუხი. ნამდვილად დაძაბულია მოსახლეობა მოლოდინის რეჟიმში, ვართ ინფორმაციულ ვაკუუმში და ხელისუფლებისგან არ იგრძნობა აქტივობა, მაგალითად, იმის შესახებ, ჩაერთო თუ არა პრემიერი საკითხში. შესაბამისად, საღამომდე ვიქნებით პასიურ მდგომარეობაში, მაგრამ ხვალიდან დავიწყებთ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, პარასკევამდე მართლა უნდა ველოდით ამას თუ არა. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დავბრუნდებით სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, იქ გავშლით კარვებს და უარყოფითი პასუხი თუ გვექნება ხელისუფლებისგან, რაც იქნება არაადეკვატური, დავიწყებთ აქციებს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, თბილისში“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.