„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციამ გუმათიდან ქუთაისში გადაინაცვლა
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციამ გუმათიდან ქუთაისში გადაინაცვლა

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციამ გუმათიდან ქუთაისში გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები გუმათიდან ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოკოლონებით გადაადგილდნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საპოლიციო ძალებისგან ვერ მიიღეს სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება და აქციის მონაწილეებს არც პასუხისმგებელი პირი შეხვდა, მათი გადაწყვეტილებით, აქციამ ქუთაისში გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე არიან შეკრებილები, სადაც გზა გადაკეტეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მიმდინარეობა იხილეთ ბმულზე.