„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა დღეს საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთში გამართეს.

შეხვედრის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დედაქალაქში დაგეგმილ აქციამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართვენ, რათა პროტესტის შინაარსი და მიზანი უფრო კარგად გააცნონ.

„კარვებში ჩვენთან სხვადასხვა რაიონიდან და ქალაქიდან იყვნენ ადამიანები და ათევდნენ ღამეს, დღესაც იქ არიან ეს ადამიანები. იმ ქალაქებსა და რაიონებში, რომლებსაც წარმოადგენენ ისინი, თავად დააორგანიზებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს, რომ უფრო კარგად გავარკვიოთ ადამიანები პროტესტის შინაარსსა და მიზანში. გადავწყვიტეთ, 23 მაისამდე, შესაძლებლობის ფარგლებში, სადაც მოვახერხებთ, მივიდეთ და დავამყაროთ პირდაპირი კომუნუკაცია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

დატოვე კომენტარი