„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ქუთაისში მსვლელობას მართავენ და ადგილობრივებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ქუთაისში მსვლელობას მართავენ და ადგილობრივებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები ამ წუთებში ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებიან.

აქციის მონაწილეები ადგილობრივებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ და სკანდირებენ – საქართველოს მიწა არ გაიყიდება“.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, აღნიშნული მსვლელობა 23 მაისს თბილისში დაგეგმილი მასშტაბურ აქციის  ერთგვარი იმიტაციია.

გოლეთიანის თქმით, მთავრობამ დღევანდელი გადაწყვეტილებებით „რიონის ხეობის მცველებთან“ მოლაპარაკება ჩაშალა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეხედოს და გააცნობიეროს, რასთან აქვს საქმე და გაითვალისწინოს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. ყველა ქალაქიდან, ყველა რეგიონიდან, ყველა სოფლიდან დავიძვრებით თბილისში და მათთვის არ იქნება ადვილი იმ სიმრავლის ხილვა. მოუწევთ დათმობებზე წასვლა, რაზეც აქამდე არც კი უფიქრიათ, გულში არც კი გაუვლიათ. ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დადგებიან. ამიტომ, მოვუწოდებთ მათ – არ ჩამოგვიყვანოთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მიმდინარეობა იხილეთ ბმულზე.