„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან ავტოკოლონით სოფელ გუმათისკენ მიემართებიან
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან ავტოკოლონით სოფელ გუმათისკენ მიემართებიან

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამ წუთებში ქუთაისიდან ავტოკოლონით სოფელ გუმათისკენ მსვლელობით მიემართებიან.

აქციის მონაწილეებმა ღამე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენეს.

გუმათში კვლავ რჩებიან სამართალდამცველები, რომლებსაც სოფელ ნამახვანის მიმართულებით გზა რკინის კონსტრუქციით აქვთ გადაკეტილი და გამვლელები სოფელ ნამახვანის მიმართულებით გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა, სოფელ ნამახვანში შესვლის უფლებას ითხოვენ, რათა მათი თქმით, იქ გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი.