„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გუმათში ე.წ. ხმაურის აქციას განაგრძობენ
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გუმათში ე.წ. ხმაურის აქციას განაგრძობენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში, რკინის ჯებირებთან ე.წ. ხმაურის აქციას განაგრძობენ.

აქციის მონაწილეები პროტესტს რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნითა და საყვირების გამოყენებით გამოხატავენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, სოფელ გუმათში განთავსებული რკინის ჯებირები აიღონ. გოლეთიანის თქმით, გეგმაში მათ სოფელ ნამახვანჰესის მშენებლობასთან მიახლოებაც აქვთ.

ამასთან, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ორშაბათს ქუთაისში, „ენკას“ ოფისისკენ მსვლელობას გეგმავენ.