„ნამახვანჰესების“ მოწინააღმდეგეები დღეს აქციას გამართავენ
„ნამახვანჰესების“ მოწინააღმდეგეები დღეს აქციას გამართავენ

„ნამახვანჰესების“ კასკადის მოწინააღმდეგეები უკვე იკრიბებიან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც აქცია 13:00 საათზე უნდა დაიწყოს. პროტესტის 141 დღეს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ერთი მოთხოვნა დაემატა, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

აქციის მონაწილეები დღესვე ხელმოწერებს შეაგროვებენ.

„ჩვენს მთავარ მოთხოვნებს დაემატა ერთი მთავარი მოთხოვნა, თანამდებობა დატოვოს ნათია თურნავამ, რომელმაც შეხვედრიდან გაპარვით შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ ადამიანს, ვისაც აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგენდით“, -განუცხადა საქართველოს პირველ არხს რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

დატოვე კომენტარი