ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებულმა შენგელიამ „ოლიმპიაკოსს“ 10 ქულა ჩაუგდო

23:00, 03.12.2020

საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია ფინეთში გამართული ორი მატჩის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და ევროლიგაზე „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ ითამაშა. მისმა ცსკა-მ ბერძნები 80:61 დაამარცხა.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა შენგელიამ, რომელმაც 16 წუთში 10 ქულა და 1 პასი ჩაიწერა. თოკომ 6-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო.

ქართველ თავდამსხმელს მატჩის ვიცე-ბომბარდირობისთვის 10 ქულაც ეყო, ყველაზე მეტი კი მისმა თანაგუნდელმა მაიკ ჯეიმსმა ჩააგდო.

ცსკა-ს 12 მატჩიდან 9 მოგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია. თუმცაღა, ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული „ბარსელონასთან “ შედარებით, რომელსაც აქტივში 8 მოგება უწერია.

შენგელიას გუნდი ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს „ხიმკისთან“ გამართავს.

მსგავსი