ნახევარფინალის წინ ლივერპულში არეულობა იყო - არიან დაჭრილები [ვიდეო]
ნახევარფინალის წინ ლივერპულში არეულობა იყო - არიან დაჭრილები [ვიდეო]

ლივერპულში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ ადგილობრივი გუნდისა და „რომას“ ფანებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.

დაახლოებით 80 რომაელი გულშემატკივარი იმ რაიონებში შედიოდა, რომლებშიც „ლივერპულის“ ქომაგები იმყოფებოდნენ. როგორც Sunday Times-ის ჟურნალისტი ჯონათან ნორტკროფტი წერს, სტუმრები ლივერპულელებს წითელი ქამრებით უტევდნენ.

საბოლოოდ, ლივერპულის პოლიციამ „რომას“ ორი გულშემატკივარი დააპატიმრა. ისინი „ლივერპულის“ 53 წლის გულშემატკივარზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი, რომელიც თავის არეში მძიმე ტრავმებით კრიტიკულ სიტუაციაში საავადმყოფოში მიიყვანეს. ინციდენტი ერთ-ერთ პაბთან ახლოს, მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მოხდა.

გარდა ამისა, „ლივერპულის“ ერთ-ერთი გულშემატკივარი დანით მიყენებული ჭრილობით მოხვდა საავადმყოფოში. დაზარალებულს „რომას“ 20-მდე ფანი დაესხა თავს.

დატოვე კომენტარი