ნაჯაფის პროვინციაში დემონსტრანტებმა ირანის საკონსულოს ცეცხლი წაუკიდეს
ნაჯაფის პროვინციაში დემონსტრანტებმა ირანის საკონსულოს ცეცხლი წაუკიდეს

ერაყის ნაჯაფის პროვინციაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ირანის საკონსულოს ცეცხლი კიდევ ერთხელ წაუკიდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ქვეყნის უსაფრთხოების ძალები თავდამსხმელების იდენტიფიცირებას ცდილობენ. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები მივიდნენ.

დემონსტრანტებმა ირანის საკონსულოში ცეცხლი პირველად 28 ნოემბერს გააჩინეს. ერაყში მასშტაბური აქციები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები კორუფციას აპროტესტებენ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მასობრივი არეულობის გამო, ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულ-მაჰდიმ პარლამენტს გადადგომის წერილით მიმართა, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მოგვიანებით დაამტკიცა.

დაპირისპირებას საერთო ჯამში 346 ადამიანი ემსხვერპლა, 15 ათასამდე კი დაშავდა.

დატოვე კომენტარი