ნაირობიში სასტუმროზე თავდასხმისთვის კენიის პოლიციამ ცხრა ეჭვმიტანილი დააკავა
ნაირობიში სასტუმროზე თავდასხმისთვის კენიის პოლიციამ ცხრა ეჭვმიტანილი დააკავა

ნაირობიში სასტუმროზე თავდასხმისთვის კენიის პოლიციამ ცხრა ეჭვმიტანილი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილების დასაკავებლად სპეცოპერაცია კიდევ გრძელდება. ამჟამად გამომძიებლები ერთ ქალს ეძებენ, რომელიც თავდამსხმელებისთვის იარაღის მიწოდებაშია ეჭვმიტანილი.

ნაირობიში ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე თავდასხმა 15 იანვარს განხორციელდა. ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ მებრძოლების შეტევის დროს 21 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის 16 კენიელი, ასევე აშშ-სა და ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. სასტუმროს თითქმის ერთდრიანი ალყის შედეგად სამართალდამცველებმა ყველა თავდამსხმელი მოკლეს.