ნაირობიში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი
ნაირობიში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი

კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელსაც ბუნებრივი აირი გადაჰქონდა. შემთხვევა პირველ თებერვალს, ადგილობრივი დროით 23:30 საათზე ავტოსადგომზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები და მანქანები.

პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის არის ბავშვი. ასევე, სულ მცირე, 25 ბავშვია ჰოსპიტალიზებულებს შორის.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. კენიის ხელისუფლება აცხადებს, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.