ნაირობის ერთ-ერთ სკოლაში ჭერის ჩამონგრევას სულ მცირე შვიდი მოსწავლე ემსხვერპლა
კენიის დედაქალაქ ნაირობიში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ჭერის ჩამონგრევას სულ მცირე შვიდი მოსწავლე ემსხვერპლა.
ნანგრევებში ათობით ბავშვია მოყოლილი. ინციდენტი სასწავლო პროცესის დაწყებიდან მალევე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.