ნაირა გელაშვილმა კიოლნის ლიტერატურულ ფესტივალზე წიგნი „მივემგზავრები მადრიდს“ წარადგინა

19:05, 26.03.2018

ქართველ მწერალ ნაირა გელაშვილს კიოლნის ლიტერატურულ ფესტივალზე lit.Cologne-ზე უმასპინძლეს.

ნაირა გელაშვილმა კიოლნის ლიტერატურულ ფესტივალზე წიგნი „მივემგზავრები მადრიდს“ გერმანულენოვან აუდიტორიას წარუდგინა. ასევე, ფესტივალის ფარგლებში, ნაირა გელაშვილი უცხოური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ნაირა გელაშვილი პირველი ქართველი მწერალია, რომელიც კიოლნის ფესტივალზე მიიწვიეს.

წიგნი „მივემგზავრები მადრიდს“ გერმანულმა გამომცემლობამ Verbrecher Verlag-მა თარგმნა. 1982 წელს მოთხრობას მიღებული აქვს მწერალთა კავშირის პრემია, წლის საუკეთესო მოთხრობის სტატუსი.

მსგავსი