ნაირა გელაშვილი სახალხო დამცველს ჯილდოს უბრუნებს
ნაირა გელაშვილი სახალხო დამცველს ჯილდოს უბრუნებს

კავკასიური სახლის ხელმძღვანელი, მწერალი ნაირა გელაშვილი ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიღებულ ჯილდოს აბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან პირველ არხს დაუდასტურა.

გელაშვილის თქმით, 13:30 საათზე სახალხო დამცველის ოფისში აპირებს მისვლას, სადაც გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას.

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის პოლიტიკოსები, მწერლები და მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა.