ნაირა გელაშვილი - კალაძეს შეუძლია, გახდეს გმირი და დაიწყოს ბრძოლა თბილისის გადარჩენისთვის
ნაირა გელაშვილი - კალაძეს შეუძლია, გახდეს გმირი და დაიწყოს ბრძოლა თბილისის გადარჩენისთვის

მწერალ ნაირა გელაშვილის განცხადებით, დედაქალქის მერს კახა კალაძეს შეუძლია, კარგად გამოავლინოს თავი ახალ ამპლუაში.

„კახა კალაძეს მხოლოდ კრიტიკლ კონტექსტში ვიხსენიებდი ენერგეტიკის მინისტრობის დროს, რადგან ჰესების მთელი სისტემა, რომელიც არის დაგეგმილი ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ნიშნავს სვანეთის, ლეჩხუმისა და რაჭის ბუნების განადგურებას.

ამიტომ, მე კახა კალაძეზე კარგი არასდროს მითქვამს, მაგრამ დღეს მას ვუსურვებ, საერთოდ შეეშვაას ენერგეტიკას. მას შეუძლია, კარგად გამოავლინოს თავი ახალ ამპლუაში და გახდეს გაბედული და თავგანწირული ქალაქის მერი. მას აქვს ენერგია და ნებისყოფა. მას შეუძლია, წინ აღუდგეს საამშენებლობლო კომპანიებს და შეაჩეროს უკანონო მშენებლობები. დღეს თბილისში ყველა მშენებლობა ფაქტობრივად, არის უკანონო, რადგან სააკაშვილმა ყველა კანონი გააუქმა, რომელიც მშენებლობას არეგულირებდა. ამას ელის მისგან თბილისი. მას შეუძლია, გახდეს გმირი და დაიწყოს ბრძოლა თბილისის გადარჩენისთვის.

საჭიროა ძლიერი კაცი, ძლიერი ადამიანი, რომელიც მიიღებს რადიკალურ გადაწყვეტილებებს, განტვირთავს და გაამწვანებს ქალაქს და ასევე, იზრუნებს თბილისელების დასაქმებაზე. თუ მოისურვებს, კახა კალაძეს ეს შეუძლია. მეტიც, მას, როგორც წარმატებულ სპორტსმენს, შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ასოციალურ ახალგაზრდებზეც და გახდეს სანიმუშო და მისაბაძი ადამიანი“, – განაცხადა ნაირა გელაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.