ნაირა გელაშვილი - მიკვირს, როცა მთხოვენ ახსნას, რატომ დავაბრუნე ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო
ნაირა გელაშვილი - მიკვირს, როცა მთხოვენ ახსნას, რატომ დავაბრუნე ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო

მწერალი ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ გაკვირვებულია, როცა სთხოვენ ახსნას, რატომ დააბრუნა ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო.

„ძალიან საწყენი იყო უჩა ნანუაშვილისგან ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს გადაცემა გიგა ბოკერიასთვის რადგან მას, როგორც სახალხო დამცველს, გამოუვლენია ძლიერი მხარეები და მისი ბევრი ნაბიჯისთვის მე მადლობელიც ვყოფილვარ.

ძალიან მიკვირს, როცა მთხოვენ ახსნა-განმარტებას, თუ რატომ დავაბრუნე ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში დაკარგულია ელემენტარული ეთიკური წარმოდგენები. როდესაც შენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებს აჯილდოებ, რომელიბიც 9-წლიანი კოშმარის შემოქმედები არიან და მეც მაჯილდოებ, რომელიც ამ ყველაფერს ვუპირისპირდებოდი, თავად აუფასურებ ამ ჯილდოს.

ეს დაჯილდოება მთლიანად იყო ინსპირირებული ბატონი ბექა მინდიაშვილის მიერ, რომელიც არის „ნაციონალების“ ემისარი რელიგიათა საბჭოში. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „ნაციონალები“ არიან ყველგან და ატარებენ თავიანთ პოლიტიკას“ – განაცხადა ნაირა გელაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.

მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო ნოემბერში დაუბრუნა.