ნაინგოლანი ბელგიის ნაკრებში ვერ მოხვდა
ნაინგოლანი ბელგიის ნაკრებში ვერ მოხვდა

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

28 ფეხბურთელში ვერ მოხვდა „რომას“ ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი, რომელმაც ანღნიშნული ფაქტის შემდეგ „ტვიტერზე“ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

ბელგიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები – ტიბო კურტუა (“ჩელსი”, ინგლისი), მაც სელსი (“ანდერლეხტი”), სიმონ მინოლე (“ლივერპული”, ინგლისი), კუნ კასტელსი (“ვოლფსბურგი”, გერმანია);

მცველები – ტობი ალდერვეირელდი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), დედრიკ ბოიატა (“სელტიკი”, შოტლანდია), ლორან სიმანი (“ლოს ანჯელესი”, აშშ), კრისტიან კაბასელე (“უოტფორდი”, ინგლისი), ვენსან კომპანი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ტომას მონიე (პსჟ, საფრანგეთი), ტომას ვერმალენი (“ბარსელონა”, ესპანეთი), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”, ინგლისი);

ნახევარმცველები – იანიკ ფერეირა-კარასკო (“დალიან ივანი”, ჩინეთი), ნასერ შადლი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), მუსა დემბელე (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ლეანდერ დენდონკერი (“ანდერლეხტი”), მარუან ფელაინი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ედენ აზარი (“ჩელსი”, ინგლისი), ტორგან აზარი (“გლადბახი”, გერმანია), ადნან იანუზაი (“რეალ სოსიედადი”, ესპანეთი), ჯორდან ლუკაკუ (“ლაციო”, იტალია), დრის მერტენსი (“ნაპოლი”, იტალია), იური ტილემანსი (“მონაკო”, საფრანგეთი), აქსელ ვიტცელი (“ტიანძინი”, ჩინეთი);

ფორვარდები – მიში ბატშუაია (“დორტმუნდი”, გერმანია), კრისტიან ბენტეკე (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), რომელუ ლუკაკუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი).