„ნაიკი“ მსოფლიო მასშტაბით მაღაზიებს დროებით ხურავს

18:30, 15.03.2020

კომპანია „ნაიკი“ მსოფლიო მასშტაბით მაღაზიებს დროებით ხურავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, დაიხურება ყველა მაღაზია აშშ-ში, კანადაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

კომპანიას მხოლოდ შეერთებულ შტატებში 400 მაღაზია აქვს. „ნაიკის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, ხელფასს ყველა თანამშრომელი მიიღებს.

მსგავსი