ნაგელსმანი - ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ არა გერმანიის ნაკრებში 2026 წლის შემდეგ #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ეროვნულ გუნდში თავის მომავალზე ილაპარაკა.
„როცა მუშაობას იწყებ, გიჩნდება გარკვეული დამაჯერებლობა. ჩვენ კარგად ჩავატარეთ ევრო, ბევრს მივაღწიეთ.
ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ არა გუნდში 2026 წლის შემდეგ, მაგრამ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ პოსტზე“, – მოჰყავს ნაგელსმანის სიტყვები გამოცემა Bayern& Germany-ს.
ნაგელსმანი 2023 წლიდან უდგას სათავეში გერმანიის ნაკრებს. საშინაო ევრო 2024-ზე მისმა გუნდმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.