ნაფტალი ბენეტსა და ჯო ბაიდენს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა
ნაფტალი ბენეტსა და ჯო ბაიდენს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის შეხვედრა გაიმართა.

მათ შორის პირისპირ საუბარი დაგეგმილზე მეტხანს, დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორმა ლიდერმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვეს ქვეყნების პარტნიორობას ირანიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ.

„უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არასდროს მიიღებს. ჩვენ წინა პლანზე დიპლომატია დავაყენეთ და ვნახოთ, ეს სადამდე მიგვიყვანს, მაგრამ თუ ირანთან დიპლომატიური კონტაქტები ვერ შედგა, სხვა ვარიანტებსაც განვიხილავთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

თავის მხრივ, ირანთან მიმართებაში ორ სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება ბენეტმა.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია ორი მიზნის მისაღწევად: პირველი, ეს არის – შეწყდეს ირანის აგრესიული მოქმედებები რეგიონში და მეორე – ხელი შევუშალოთ ირანს ბირთვული იარაღის მიღებაში“, – აღნიშნა ბენეტმა.