ნაფტალი ბენეტი ვლადიმერ პუტინს სოჭში 22 ოქტომბერს შეხვდება
ნაფტალი ბენეტი ვლადიმერ პუტინს სოჭში 22 ოქტომბერს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი 22 ოქტომბერს სოჭში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ისრაელის მედია პრემიერის კანცელარიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

„ლიდერები განიხილავენ პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებს, ასევე მნიშვნელოვან რეგიონულ პრობლემებს, უპირველეს ყოვლისა – ირანის ბირთვულ პროგრამას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნული ნაფტალი ბენეტის, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის პირველი შეხვედრა იქნება რუსეთის პრეზიდენტთან.