ნაფტალი ბენეტი - ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს
ნაფტალი ბენეტი - ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნაფტალი ბენეტმა ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას შეცდომა უწოდა.

ბენეტმა აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლება ოფიციალურ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს.

„ირანულ მხარესთან ბირთვული შეთანხმების განახლება შეცდომაა. ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას“, – განაცხადა ბენეტმა.