ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა მოითხოვა
ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა მოითხოვა

ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა მოითხოვა.

ვირჩევ ნაფიც მსაჯულებს, – განაცხადა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ ჩიქოვანმა. ჩიქოვანი მესამე ბრალდებულია, რომელმაც ნაფიცი მსაჯულები აირჩია ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე.

ამასთან, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულებმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და არჩილ გაგნიძემ გადაწყვიტეს, მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად სასამართლოშივე დაადასტურეს. რევაზიშვილმა განმარტა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ირჩევს ნაფიც მსაჯულებს.

დატოვე კომენტარი