ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]
ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]

ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი ბუჩქნარით დაფარულ პერიმეტრს, დაახლოებით ერთ ჰექტრამდე ფართობს მოედო. ხანძარი რამდენიმე ეზოზეც გავრცელდა, შესაბამისად, არსებობდა საფრთხე, ცეცხლი სახლებზე გადასულიყო, თუმცა მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა დროულად შეძლეს.

ამ დროისთვის ადგილზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ადგილზე სამი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.