ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

18:55, 04.09.2022

​ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში ხანძარია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ამ ეტაპისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

მსგავსი