ნაფეტვრების დასახლებაში ბუნებრივი აირის მილები დაზიანდა
ნაფეტვრების დასახლებაში ბუნებრივი აირის მილები დაზიანდა

ნაფეტვრების დასახლებაში ბუნებრივი აირის მილები დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გაზის მიწოდება ავარიული დაზიანების გამო, ხშირად უწყდებათ.

მოსახლეობის ინფორმაციით, მილები მიწაში საჭირო სიღრმეზე ჩამაგრებული არ არის, რის გამოც ისინი ხშირად ზიანდება.

„სოკარის“ მცხეთის სერვისცენტრის მენეჯერის, ლევან კენჭაძის განცხადებით, მილების დაზიანება ნაფეტვრებში გზის საფარის დაგების სამუშაოებმა გამოიწვია.

მისი თქმით, გაზის მილები ორი წელია მყარია და მისი მდგრადობა სპეციალისტების მიერ შემოწმებულია.

“სოკარის” წარმომადგენლებმა გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებელი და აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყეს.