ნაფარეულში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ნაფარეულში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულთან „ნისანის“ მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მის გადასარჩენად ადგილზე მაშველების გამოძახება გახდა საჭირო.

მაშველებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტექნიკის გამოყენებით მოახერხეს ავტომანქანის გაჭრა და მძღოლის გამოყვანა, რომელიც სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.