ნაძალადევში, მექანიზაციის ქუჩაზე ხანძარია

23:11, 31.05.2021

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მექანიზაციის ქუჩაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის მასალების საწყობში გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მსგავსი