ნაძალადევში, მეჯვრისხევის ქუჩასა და სააკაძის პირველ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
ნაძალადევში, მეჯვრისხევის ქუჩასა და სააკაძის პირველ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მეჯვრისხევის ქუჩაზე და სააკაძის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 540 კვ.მ. ფართობზე მოწესრიგდა – მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

მეჯვრისხევის ქუჩაზე და სააკაძის პირველ შესახვევში შესრულებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 112 248 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

დატოვე კომენტარი